skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია და ასლან აბაშიძე მოლაპარაკებებს გამართავენ

სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„ჩვენ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებულ ურთიერთობებს განვიხილავთ და ვეცდებით საკამათო საბიუჯეტო საკითხებიც მოვაგვაროთ. ასევე განვიხილავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადების საკითხსაც“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 30 დეკემბერს.

სახელმწიფო მინისტრი მიესალმა აჭარის ლიდერის გადაწყვეტილებას რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

დეკემბრის თვეში ზურაბ ჟვანია უკვე მეორედ ეწვევა აჭარას.  

Back to top button