
შინაგან საქმეთა მინისტრი რკინიგზის ყოფილ უფროსს მოუწოდებს დაკითხვაზე გამოცხადდეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დღეს შპს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ უფროსს აკაკი ჩხაიძეს მოუწოდა დაკითხვაზე გამოცხადდეს.
„მე მოვუწოდებ აკაკი ჩხაიძეს რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს დაკითხვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცემული იქნება სანქცია მის დაპატიმრებაზე. და თუ მას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ვიპოვით, ინტერპოლის საშუალებით მივაგნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 29 დეკემბერს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 19 დეკემბერს გადასახადების თავიდან აცილების მუხლით აღძრა.