skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადებით, გარკვეული ძალები არჩევნების წინ არეულობას გეგმავენ

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე თავდასხმა საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის სერიოზულ მცდელობად შეაფასა.


„მიმაჩნია, რომ რუსთავი 2-ზე თავდასხმა არის პოლიტიკური ტერორის განხორციელების მცდელობა, რომლის მიზანია არჩევნების ჩაშლა და ქვეყანაში ქაოსის შექმნა. მინდა განვაცხადო, რომ თუ ისინი [კრიმინალები] ვერ დააშინებენ ხალხს და ხალხი მივა არჩევნებზე, ახლად არჩეული პრეზიდენტი უმკაცრეს ზომებს გაატარებს ტერორისტების და კრიმინალების წინააღმდეგ“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 29 დეკემბერს. 


უცნობმა პირმა დღეს დილით რუსთავი 2-ის ოფისს ყუმბარმტყორცნი ესროლა, რის შედეგად შენობა დაზიანდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


პრეზიდენტის მოვალების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ასევე შეშფოთება გამოხატა ინციდენტის გამო და განაცხადა, რომ ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ თავდასხმის ორგანიზებაში სასტიკად დაისჯებიან.

Back to top button