
ახალი ამბები
ლეიბორისტული პარტია ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 30 დეკემბერს ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სააკაშვილი-ჟვანიას გუნდის რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ნათელაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით გუშინ ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ არჩევნები, ეს შეცდომაა. თუ ამომარჩევლები არ მოვლენ საარჩევნო უბნებში ხმის მისაცემად, არჩევნები ჩაიშლება და ქვეყანა ქაოსის წინაშე დადგება“, – განაცხადა სააკაშვილმა 30 დეკემბერს.