
ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანში გაემგზავრა
სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა.
ჟვანია აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, გამართავს მოლაპარაკებებს.
ვიზიტის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხიც იქნება განხილული.
სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ვიზიტის შემდეგ ზურაბ ჟვანია ბათუმს ეწვევა და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.