skip to content
ახალი ამბები

უშიშროების მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გადადო

უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი, რომელიც 26 დეკემბერს იგეგმებოდა, „ტექნიკური მიზეზების გამო“ გადაიდო.


უშიშროების სამინისტროს ცნობით, ვიზიტი გაურკვეველი პერიოდით გადაიდო.


ვალერი ხაბურძანიას ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილის რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია.


ჭიჭიაშვილის ორგანიზებით მოხდა 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის, შემდეგ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის და 2002 წელს ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცება.


ქართველმა სამართალდამცავებმა, რუს კოლეგებთან ერთად, შოთა  ჭიჭიაშვილი მოსკოვში 24 ივნისს დააკავეს, თუმცა მისი ექსტრადიცია პროცედურულმა საკითხებმა შეაფერხა. 

Back to top button