skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი კვლავ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.


„ილჰამ ალიევთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი, ისევე როგორც მისი ახალი ლიდერი, კვლავ საქართველოს სტრატეგიული და სანდო პარტნიორია“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც ბაქოში ერდღიანი ვიზიტით 27 დეკემბერს იმყოფებოდა.


მოლაპარაკებების მთავარი თემა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხი იყო. 

Back to top button