skip to content
ახალი ამბები

ცსკო-ს თავმჯდომარე ქვემო ქართში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიები მოინახულა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი შიდა ქართლში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

დღეს დასრულდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომელიც ამომრჩეველთა სიის შედგენას ისახავს მიზნად.

24 დეკემბრის მონაცემებით რეგისტრაცია 1,600,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა. როგორც ცსკო-ში აცხადებენ, საბოლოო მონაცემები 26 დეკემბრისთვის იქნება ცნობილი.

Back to top button