
ახალი ამბები
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა დღეს გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც იგი გენერალურმა პროკურატურამ დაკითხა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, მირცხულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 2000-2003 წლებში მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს.
დავით მირცხულავა მესამე მაღალჩინოსანია, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. სამართალდამცავების მიერ უკვე აღძრულია საქმე რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის აკაკი ჩხაიძისა და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის წინააღმდეგ. ორივე მათგანი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ იძებნება.