
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
შეხვედრის დროს მხარეები ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს განიხილავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე იაკოვენკოს განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენას და იმედოვნებს, რომ ბურჯანაძის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ამას ხელს.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა დარჩება, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები მრავალეროვანი მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.
საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის კომენტირებისას იაკოვენკომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობას გაზისა და ენერგეტიკის სფეროებში მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და დასძინა, რომ აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს, ისე რომ დაცული იქნას ამ რესპუბლიკებში მცხოვრებ ხალხთა ინტერესები.