skip to content
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ცსკო-ში საარჩევნო პროცედურის მიმდინარეობას გაეცნო

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა. ნინო ბურჯანაძე ცსკო-ში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის დროული გავლისკენ მოუწოდა.


“ყველას მოგიწოდებთ არ დარჩეთ პასიური მაყურებლის როლში და გაიაროთ რეგისტრაცია. ჩვენი მიზანია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი ჩატარება. ჩვენს ინტერესებში შედის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დროულად დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რათა ქვეყანაში ყველაფერი კანონიერ ჩარჩოში მოექცეს ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, ამჟამად მთავარია აჭარის ხელმძღვანელობამ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.


ცსკო-ს მონაცემებით ამ დროისათვის რეგისტრაცია 1 300 ათასმა ადამიანმა გაიარა. რეგისტრაციის ვადა ცსკო-ს გადაწყვეტილებით 25 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.  

Back to top button