skip to content
ახალი ამბები

უშიშროების ყოფილი თანამშრომლები დააპატიმრეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის გაფრთხილებას ქვეყანაში შესაძლო სამხედრო გადატრიალების თაობაზე უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოთხი წევრის დაპატიმრება მოყვა.  ეს რაზმი უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა იგორ გიორგაძემ ჩამოაყალიბა.


დაკავებულებს ბრალი იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ. თუმცა, მათი ადვოკატის განცხადებით, ოთხივე მათგანი დაცვის კერძო  კომპანიის თანამშრომლები არიან და მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ.


ადვიკატის განცხადებით, სპეცრაზმის ოთხივე წევრი იგორ გიორგაძის პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი გახდნენ.


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ „გარკვეული ძალები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო გადატრიალების მოწყობას გეგმავენ“.

Back to top button