
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე და ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე 24 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 25 დეკემბერს შეხვდება.
შეხვედრის დროს მხარეები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ.