skip to content
ახალი ამბები

დროებითი ხელისუფლება სიმდიდრის გარეგნული ნიშნის გადასახადს აწესებს

დროებითი მთავრობა ქვეყანაში ახალი ინიციატივით გამოდის და სიმდიდრის გარეგნული ნიშნის გადასახადს აწესებს. ამის შესახებ დღეს კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა.


“2004 წლის 1 ივლისიდან იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც ფეშენებელური სახლები, აგარაკები და ავტომანქანები ჰყავთ, დაწესდება გადასახადი. ეს თანხები პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება და სოციალურად დაუცველი ფენების საჭიროებებს მოხმარდება. ჩვენ გვექნება მკაცრი პოლიტიკა მათ მიმართ, ვის ხელშიც ტრიალებს პრაქტიკულად 90% იმ თანხებისა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე ტრიალებს. ხოლო ნაკლებ შემოსავლიან პირებზე უკიდურესად გამარტივებული პოლიტიკა იქნება. მათ  ხელს შევუწყობთ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


მისი ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია მიწის გადასახადისა და ჯანდაცვის ობიექტების მფლობელთათვის მოგებისა და ქონების გადასახადის გაუქმება. ამ ინიციატივით დროებითი ხელისუფლება პარლამენტს შესაბამის პროექტებს წარუდგენს.  

Back to top button