
ახალი ამბები
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გათბობის პროგრამას დააფინანსებს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დღეს თბილისის სასტუმრო „მარიოტში“ საქართველოს გათბობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნული პროგრამის მეექვსე ეტაპის დასაფინანსებლად 6 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ ზამთრის თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვას მოხმარდება.
საქართველოში აშშ-ის რიჩარდ მაილსის განცხადებით, რომელიც ასევე ესწრებოდა პროგრამის პრეზენტაციას, აშშ საბოლოოდ გამოყოფს დახმარებას საქართველოსთვის ზამთრის პერიოდში. „მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე“, – დასძინა მან.