
ახალი ამბები
ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომლის მიზანიც ამომრჩეველთა სიების შედგენაა, 15 დეკემბერს დაიწყო და საბოლოო ვადა 21 დეკემბერს იწურებოდა.
დღეისათვის რეგისტრაცია უკვე მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა. სულ საქართველოში 2,6 მილიონამდე ამომრჩეველია.
რეგისტრაციის გასავლელად ამომრჩეველი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანში და შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს მას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.