skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია ბათუმში გაემგზავრა

სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია 20 დეკემბერს ბათუმში გაემგზავრა, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნის ბათუმში ვიზიტის დროს ვერ შეძლო დაერწმუნებინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინა.


აბაშიძემ 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვოლტერ შვიმერთან გამართა მოლაპარაკებები.


ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა აჭარის ლიდერს ბოიკოტი არ გამოუცხადოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს და ნება დართოს აჭარის მოსახლეობას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.


აჭარის სტუდენტებისა და საზოგადოების ნაწილმა აჭარის რეგიონის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

Back to top button