
ახალი ამბები
აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ.
აკაკი ჩხაიძე ასევე სათავეში ედგა შევარდნაძის მხარდამჭერ პოლიტიკურ მოძრაობა “დიდი აბრეშუმის გზას.”
ტელეკომპანია “მზისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩხაიძემ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, კერძოდ კი სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია, მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს.