skip to content
ახალი ამბები

ცსკო ორენოვან ბიულეტენებს დაბეჭდავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბიულეტენები ორ ენაზე დაიბეჭდება – ქართულად და რუსულად – ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობისათვის.


ეს ორი რეგიონი ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებითა (ქვემო ქართლი) და სომხებითაა (სამცხე-ჯავახეთი) დასახლებული. 


ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო ბიულეტენები ორ ენაზე იბეჭდება.

Back to top button