skip to content
ახალი ამბები

ეუთომ და საქართველომ დახმარების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.


როი რივის განცხადებით, ეუთომ „საქართველოს არჩევნებზე დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 4 მილიონი ევრო გამოყო.  


დაახლოებით 2 მილიონი ევრო საპრეზიდენტო არჩევნების ტექნიკურ მომზადებას მოხმარდება.


„ეს ხაზგასმით აღნიშნავს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ეუთო მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში“, – განაცხადა როი რივმა.


ეუთოს მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარესთან შეხვედრის დროს, მათ დიდი მადლიერება გამოხატეს ეუთოს მიერ გაწეული დახმარებისთვის.


ეუთო საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით გაუწევს დახმარებას, მათ შორისაა, საარჩევნო ადმინისტრაციების მხარდაჭერა, ტრენინგი, ამომრჩეველთა მარკირება, ხმების პარალელური დათვლა და სხვა.  

Back to top button