skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და აშშ- ის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ლინ პასკოსთან 18 დეკემბერს ვიდეოკონფერენცია გამართეს.


ვიდეოკონფერენცია  დახურულ კარს მიღმა გაიმართა. კონფერენციის შემდეგ საქართველოს წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების თაობაზე კმაყოფილება გამოთქვეს.


„ეს პირველი ამგვარი ტიპის მოლაპარაკებები იყო. აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა ვიდეოკონფერენციის შემდეგ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button