
ბათუმში საზოგადოებრივი კომიტეტის დამფუძნებელი გაიტაცეს
ბათუმში შექმნილი საზოგადოების კომიტეტის დამფუძნებელი, მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიანტი ლევან კაჭარავა დღეს დილით დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური ზეწოლის შედეგად ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვევლი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” კომიტეტის წევრმა თეა ჯღარკავამ აცნობა. ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა ლევან კაჭარავას ადგილსამყოფელის დადგენა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომიტეტში გაწევრიანებული სტუდენტები, რომლებიც შეესწრნენ ლევან კაჭარავას გატაცებას, მთელ პასუხისმგებლობას აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას აკისრებენ. კომიტეტის წევრის თეა ჯღარკავას განცხადებით, ლევან კაჭარავაზე გარკვეული სახის ზეწოლას ორი დღის წინაც ჰქონდა ადგილი.
ლევან კაჭარავა აჭარის მოსახლეობაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისა და საზოგადოებრივი კომიტეტის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორია. კომიტეტი აჭარის ხელისუფლების კრიტიკით გამოდიოდა.