
ნინო ბურჯანაძემ და ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკება გამართა
(თბილისი, 10 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძესა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ლიდერს ასლან აბაშიძის შეხვედრა დღეს ბათუმში ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ კონკრეტული განცხადებებისგან თავი შეიკავეს. ჯერჯერობით კვლავ გაურკვევლი რჩება გამოუცხადებს თუ არა აჭარა ბოიკოტს საპრეზიდენტო არჩევნებს. მოსალოდნელია, რომ ნინო ბურჯანაძე უფრო კონკრეტულ კომენტარს თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
“მე მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხვდე ასლან აბაშიძეს და გავმართო კონსულტაციები” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკვე თბილისში გამოემგზავრა.
“ჩვენი საუბარი მიმდინარეობდა ისეთ პირობებში, რომ ჩვენ გვესმის ერთმანეთის. მომავალში მოსაძებნია გზები რათა ჩვენი პოზიციები დაახლოვდეს” – განაცხადა ასლან აბაშიძემ.
ნინო ბურჯანაძეს ბათუმში ასლან აბაშიძესთან სხვა საკითხებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების თემა უნდა განეხილა, თუმცა როგორც ჩანს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.