skip to content
ახალი ამბები

სოციალისტური პარტიის ლიდერმა თანამდებობა დატოვა


(თბილისი, 10 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ვახტანგ რჩეულიშვილმა სოციალისტური პარტიის თავჯდომარის პოსტი დატოვა. “მე მივდივარ პოლიტიკიდან”, – განუცხადა რჩეულიშვილმა “სივილ ჯორჯიას”.


რჩეულიშვილი და მისი პარტია 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ახლო მოკავშირეები იყვნენ. 


რჩეულიშვილი სოციალისტური პარტიის თავჯდომარის პოსტზე ირაკლი მინდელმა შეცვალა.          


ცოტა ხნის წინ შევარდნაძის კიდევ ერთმა მოკავშირემ ლევან მამალაძემ განაცხადა პოლიტიკიდან მისი წასვლის თაობაზე.

Back to top button