
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე აჭარაში გაემგზავრა
(თბილისი, 10 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს დილით აჭარის ავტონომიურ რესპუბლაში გაემგზავრა. იგი მოლაპარაკებებს გამართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან და შეეცდება დაარწმუნოს იგი ბოიკოტი არ გამოუცხადოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების 4 იანვარს ჩატარების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, არჩევნები შვიდი თვით უნდა გადაიდოს. მოლაპარაკებების დროს მხარეები სავარაუდოდ რუსეთის მიერ აჭარისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხსაც განიხილავენ.