skip to content
ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

“საფრთხე არსებობს, რომ მოხდეს სხვადასხვა სახის აფეთქებები და ხალხს მოუწოდებთ მოერიდონ მეტროსადგურებში, ბაზრობებზე ყოფნას. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რაიმე საეჭვოს შენიშნავს აუცილებლად დაგვიკავშირდეს”, – განაცხადა 4 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვალერი ხაბურძანიამ.

უშიშროების მინისტრი თავხედურ ქმედებას უწოდებს ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 დეკემბერს მომხდარ აფეთქებას და დღეს გაერთიანებულ ქართულ ბანკზე თავდასხმას, რის შედეგადაც დაუდგენელმა პირებმა გარკვეული რაოდენობის თანხის გატაცება შეძლეს.

მისი თქმით, ასეთი ფაქტები შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს, თუ ახლავე არ მოხდება მოვლენების კონტროლოს ქვეშ აყვანა. “მომავალში უკვე გვიან იქნება ვითარების გამოსწორება და ქაოსური სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ამ საქმეს დღესვე უნდა მივხედოთ”, – განაცხადა უშიშროების მინისტრმა. 

Back to top button