ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკურ კრიზისში დამნაშავე პირთა დასჯას ითხოვს

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ფინანასთან სამინისტროს 11 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წლიური გეგმა 74%-ით არის შესრულებული, გარღვევა 293 მლნ. ლარია. წიანასწარი მონაცემებით წლის ბოლომდე ცენტრალურ ბიუჯეტში დაახლოებით 300 მლნ ლარის გარღვევა იქნება.

შექმნილ ვითარებაში დამნაშავე პირთა დასჯას ითხოვს ახლად დანიშნული მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

“შექმნილ ურთულეს ვითარებაში რამდენიმე პრიორიტეტი დავსახეთ, მაქვს ამბიცია იმისა, რომ მოხდეს უმოკლეს დროში ბიუჯეტში თანხემბის მობილიზება ძირითადად შვიდი სექტორიდან, მათ შორის ნავთობპროდუქტებიდან, თამბაქოდან, აქციზური საქონელიდან, რომლის გადასახადებიდანაც უნდა ივსებოდეს ბიუჯეტი. მე ვიქნები ამ საკითხზე ძირითადი პასუხისმგებელი. ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგებით დავასრულოთ წელი” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე.
 
მისი თქმით, ამ ორ თვეში უნდა მოხდეს არსებული ვალების შემცირება თებერვლის თვიდან კი საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს ვალი და დაიწყოს გეგმის მიხედვით ბიუჯეტის შევსება.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, არსებული კრიზისიდან გამოსვლაში დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

“ფინასური დახმარების შესახებ სურვილი უკვე გამოთქვა გერმანიის დელეგაციამ, რომელთანაც შეხვედრა დღეს მქონდა, ამ დღეებში აშშ-ს დელეგაციას შევხვდები. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები მზად არიან დახმარება გაგვიწიონ. ჩვენი პრიორიტეტია რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს ეკონომიკის ზრდა 7-10%-ით” – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
 
რაც შეეხება სამინისტროს საკადრო ცვლილებებს ზურაბ ნოღაიოდელს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია და აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პრეროგაზივაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button