ახალი ამბები

სოხუმი უარყოფს უშიშროების ყოფილი შეფის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტს

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ უარყო ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის სოხუმში ჩასვლის თაობაზე.

“იგორ გიორგაძეს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ აფხაზეთში ჩამოვიდეს, მას აქ არავინ ელოდება. მათ, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელეს, ან გიორგაძის დისკრედიტაცია სურს, ან აფზახური მხარის”, – განაცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების უფროსმა მაქსიმ გინჯიამ 1 დეკემბერს.

გიორგაძის მეუღლემ განაცხადი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იგორ გიორგაძის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთხელ უკვე გააუქმა გიორგაძის რეგისტრაცია, რომელსაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად სურდა კენჭისყრა, იმ მოტივით, რომ მას ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button