ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის თანხმობით.

მეორე ცვლილების თანახმად, მომავალი არჩევნების დროს მოხდება ყველა ამომრჩევლის მარკირება. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მხოლოდ ამომრჩეველთა ნაწილი იქნა მარკირებული.

საარჩევნო კოდექსში ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ცსკო-ს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს ხმების დათვლის შემაჯამებელი ოქმი, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დარღვევების შესახ სარჩელს განიხილავს.

აქამდე ცსკო-ს ჰქონდა უფლება სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვის შემთხვევაშიც გამოექვეყნებინა შემაჯამებელი ოქმი.

გარდა ამისა, დეპუტატებმა გადაწიეს 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 5 დეკემბრამდე.

მსგავსი/Related

Back to top button