
ახალი ამბები
დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსი ქვორუმის არარსებობის გამო ვერ განიხილეს
(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო დეპუტატებმა ვერ განიხილეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დეტალები. მათ საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადის გადაწევის საკითხი უნდა განეხილათ. დროებით მთავრობას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა სურს, რათა მოახდინოს შევარდნაძის მომხრეებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წევრების შეცვლა. ახალი ხელმძღვანელობის მხარდამჭერ დეპუტატებს სურთ ცვლილება შეიტანონ კოდექსში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარტიებს და პრეზიდენტს გამოიწვიონ თავიანთი წევრები კომისიიდან. მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს სურს ედუარდ შევარდნაძის მიერ დანიშნული წევრები კომისიიდან გამოიწვიოს.