ახალი ამბები

“ტრადიციონალების” ლიდერი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობაზე მხარს არ უჭერს

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელიც საპარალამენტო არჩევნების წინ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატებს” შეუერთდა, საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობისა” და ბლოკის ერთიან კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ტრადიცინალისტებს საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

“მიხეილ სააკაშვილი ჭკვიანი კაცია, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ ერთიან კანდიდატად ნინო ბურჯანაძე დასახელდებოდა და არა მიხეილ სააკაშვილი. ქვეყანას უნდა დაცხრომა”, – განაცხადა დღეს აკაკი ასათიანმა.

მიხეილ სააკაშვილი ბლოკმა “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტობის კანდიდატად 26 ნოემბერს წარადგინეს.

მსგავსი/Related

Back to top button