ახალი ამბები

საპარლამენტო ფრაქციები საარჩევნო კოდექსს განიხილავენ

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მომზადების მიზნით, საპარლამენტო ფრაქციებმა დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყეს.

დროებითი მთავრობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) ხელმძღვანელობის შეცვლის მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს. კომისია, ძირითადად, შევარდნაძის მხარდამჭერებით იყო დაკომპლექტებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის მხარდამჭერი დეპუტატები ცდილობენ ცვლილებები შეიტანონ კოდექსში, რომლებიც საშუალებას მისცემს პარტიებს და პრეზიდენტს გამოიწვიონ წევრები ცსკო-დან.

ამგვარად, მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს სურს ცსკო-დან გამოიწვიოს ის წევრები, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ იყვნენ დანიშნულნი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. სასამართლომ პროპორციული არჩევნების შედეგები მთელი რიგი დარღვევების გამო გააუქმა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლები მიიღებენ ამ ცვლილებას, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს ახალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მსგავსი/Related

Back to top button