ახალი ამბები

შეიარაღებული ძალების ერთი ნაწილი გადატრიალების მოწყობას ცდილობს, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებულ ძალებში ერთი ნაწილის გააქტიურებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის თაობაზე განაცხადა.

“არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სახმედრო ნაწილი აპირებს მოძრაობის დაწყებას და გადატრიალების ინსპირირებას. მინდა ყველას შევახსენო, რომ ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში ჯარის ნაწილები და ოფიცრები ჩვენს მხარეს დადგნენ, ასევე ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, როდესაც უარი თქვა ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლების ძირითადი პრინციპი სწორედ ძლიერი მაღალანაზღაურებადი არმიის შექმნაა, რაც საქართველოს სიძლიერისთვის უმთავრესი იქნება.

Back to top button