ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკის წევრებს რეპრესიების ეშინიათ

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ თავიანთი მომავალი ბედის გამო და დროებითი მთავრობის მხრიდან ანგარიშწორების ეშინიათ.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აპირებენ თუ არა ისინი [დროებითი მთავრობა] რეპრესიული ზომების გატარებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც სახლში დარჩა და ამ მიიღო მონაწილეობა ქუჩის აქციებში”, – განაცხადა სახელისუფლებო ბლოკის წევრმა როზა ლორთქიფანიძემ 27 ნოემბერს.

პარლამენტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ დროებითი მთავრობა არ აპირებს რაიმე რეპრესიული ზომების გატარებას შევარდნაძის მოკავშირეთა წინააღმდეგ.

“ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ძალასთან და არავის დევნას არ ვაპირებთ. არ არის საჭირო სიტუაციის დრამატიზირება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა პარლამენტში გამოსვლისას.
პარლამენტის სხდომა დღეს 11 საათისთვის იყო დანიშნული, თუმცა 4 საათისთვის გადაიდო საკითხების მოუმზადებლობის გამო. 

 

Back to top button