
ახალი ამბები
“სამართლიანი არჩევნები” არჩევნების გაყალბების გამოძიებას მოითხოვს
“(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გუშინ გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს შეხვდა და 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ დოკუმენტები გადასცა. “სამართლიანი არჩევნები” მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში დაეხმარნენ, მათი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხმების დათვლის დროს უამრავი დარღვევების აღმოჩენის გამო.