
თსუ-ს რექტორი თანამდებობიდან გადადგა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი როინ მეტრეველი დღეს თანამდებობიდან გადადგა. ამას უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა. “ვთვლი, რომ ასეთ შემთხვევაში ჯობია გადავდგე. ვფიქრობ ამ ნაბიჯით პრობლემა არ შეექმნება რექტორატის საბჭოს, რომელმაც მე ამირჩია და სტუდენტებს, რომლებიც მიჭერდნენ მხარს”, – განაცხადა როინ მეტრეველმა. ამ განცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანმა ნუგზარ ფოფხაძემ. ამას მათი მხარდამჭერი სტუდენტების მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა. უნივერსიტეტში მივიდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც დაპირისპირებულ სტუდენტებს მოუწოდა შეეწყვიტათ პროტესტი. “ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება რექტორატის გადასაწყვეტია. ყველას მოუწოდებ შეწყდეს ძალადობის გამოყენება, მაშინ როდესაც ქვეყანა ისედაც მძიმე ვითარებაში იმყოფება” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ჯერ კიდევ ერთი დღის წინ 25 ნოემბერს რიონ მეტრეველი გადადგომას არ აპირებდა და აცხადებდა, რომ ამ თანამდებობაზე იგი რექტორატთა საბჭომ აირჩია.