ახალი ამბები

ედპ-მ ირინა სარიშვილი-ჭანტურია პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული დემოკრატიული პარტიის (ედპ) აღმასრულებელმა საბჭომ პარტიის თავნჯდომარის პოსტიდან ირინა სარიშვილი-ჭანტურია გადააყენა.

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით იგი უახლოეს პერიოდში ახალ მოძრაობას შექმნის, რომლის ძირითადი მიზანი დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, რის საფრთხესაც იგი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ძალებში ხედავს.
 
ირინა სარიშვილი-ჭანტურია ჯერ ვერ ასახელებს თუ ვინ შევა ახალ გაერთიანებაში.

იგი  ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას 1994 წლიდან ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე და პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია საკუთარი სახლის წინ მოკლეს.

მსგავსი/Related

Back to top button