ახალი ამბები

მოქმედი პრეზიდენტი სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს ჯონათან დანს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჯონათან დანის განცხადებით, სსფ დაეხმარება საქართველოს არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში.

ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ახლახანს ნინო ბურჯანაძის თანაშემწედ დაინიშნა ფინანსურ საკითხებში, განაცხადა, რომ სსფ მზად არის საქართველოში თავისი პროგრამები აღადგინოს.    

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცოტა ხნის წინ საქართველოში თავისი პროგრამები შეწყვიტა, რადგანაც ქვეყანამ ვერ შეძლო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.

მსგავსი/Related

Back to top button