ახალი ამბები

აშშ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის მზადებაში დაეხმარება

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეკემბრის დასაწყისში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის საქართველოში, რომელიც ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად მომავალ არჩევნებში ამერიკის დახმარების საკითხს განიხილავს.

“ეს ჯგუფი, რომელიც თბილისში მიემგზავრება ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილავს, თუ რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ჩვენ საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარების საქმეში”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 25 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენ ასევე განვიხილავთ თანამშრომლობის საკითხებს და იმას, თუ რა დახმარების გაწევა შეგვიძლია მათთვის დემოკრატიის განვითარების საქმეში. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა არ აპირებს რაიმე ძირეული ცვლილებების განხორციელებას საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ ჩვენი ვარაუდით, მათი პოზიცია თანამშრომლობის, მათ შორის, საერთაშორისო პროექტების განხორციელების, საკითხებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება”, – განაცხადა ბაუჩერმა.   

მსგავსი/Related

Back to top button