ახალი ამბები

მთავრობაში ვაკანტური ადგილები შეივსება, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ 45 Dდღის ვადაში ქვეყანა ფინანსათა, სახელმწიფო მინისტრების და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გარეშე ვერ შეძლებს არსებობას.

“კონკრეტული პირები იქნებიან დასახელებულნი და ვიმედოვნებ, რომ ეს პიროვნებები მისაღები იქნებიან ხალხისთვის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, მისი ორი მოადგილე, ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრები და რამდენიმე რეგიონის რწმუნებულებიი ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდგომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგნენ.

მსგავსი/Related

Back to top button