ახალი ამბები

ბურჯანაძემ მთავრობის წევრებთან ეკონომიკის საკითხები განიხილა

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე 25 ნოემბერს საღამოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა.

25 ნოემბერს დილით ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა “ეკონომიკური კოლაფსის” ზღვარზე იმყოფება. მისი თქმით, გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

“სიტუაცია ძალინ რთულია. გუშინდელი [24 ნოემბრის] მონაცემებით ჩვენ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე ვდგავართ”, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button