ახალი ამბები

აჭარის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები მოსკოვში შეხვედრას გეგმავენ

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელს ედუარდ კოკოითს მოსკოვში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას 25 ნოემბერს სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“კონსულტაციები სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ხელმძღვანელებს შორის მოსკოვში შედგება, თუმცა არ არის განსაზღვრული შეხვედრის ზუსტი დრო”, – განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კოკოითმა.

მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა ასლან აბაშიძესთან. ასევე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი შედგა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან.

მსგავსი/Related

Back to top button