ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძეს არ უპირისპირდება

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის გადადგომას არ მოითხოვს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.

“ჩვენ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამოსვლას არ ვაპირებთ და არც საზღვრების გარღვევას. ვიცით, რომ ასლან აბაშიძეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ მოვლენების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი/Related

Back to top button