ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს პარლამენტის სხდომაზე გამოცხადდნენ

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს გამოცხადდნენ პარლამენტის სხდომაზე.

“ეს ჩემი თხოვნაცაა და მოთხოვნაც. ხელს ნუ შეუწყობთ საკონსტიტუციო კრიზისის შექმნას და სამოქალაქო დაპირისპირებას. პარლამენტის სხდომა მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იგი ასევე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რაიონული გამგეობების შენობებში გაურკვეველი პირები ნაციონალების და “ბურჯანაძე-დემოკრატების” სახელით შედიან და თვითნებურად იკავებენ გამგებლების ადგილს. “ეს უნდა შეწყდეს, ჩვენ თვითნებურად არ ვიკავებთ ადგილებს, მთავარია ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ გვჭირდება ხალხის მანდატი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button