ახალი ამბები

ეუთო-ს თავჯდომარე საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას მიესალმება

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იააპ დე ჰოოპ შეფერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო ქვეყანაში ძალადობის თავიდან აცილება.

“მივესალმები ქართველ ხალხს, რომელმაც შეძლო ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლა მშვიდობიანად, ძალადობის გარეშე”, – განაცხადა მან.

“როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასევე ძალოვანი სტრუქტურები დიდი თავშეკავებით იქცეოდნენ. მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ შევარდნაძის მამაცურ გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე, რათა თავიდან აეცილებინა დაძაბულობის ესკალაცია ქვეყანაში”, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ.

შეფერმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მომდევნო პერიოდში ხალხის ინტერესების შესაბამისად განაგრძონ მუშაობა.

“ქართველ ხალხზეა დამოკიდებული მათი პოლიტიკური მომავალი და მინდა მათ იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ ეუთო-ს იმედი იქონიონ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის დამყარების საქმეში”, – დასძინა მან.

ეუთო-მ დახმარება აღუთქვა საქართველოს მომავალი არჩევნების ჩატარებიაში.

მსგავსი/Related

Back to top button