ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ პროპორციული სისტემით არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გააუქმა

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს ბათილად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2 ნოემბერს პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.

უზენაეს სასამართლოში სარჩელი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა შეიტანეს. სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს დაიწყო. პროცესის მსვლელობისას ცსკო-ს წარმომადგენლებმა ვერ უარყვეს მოსარჩლე მხარის მიერ წარდგენილი დარღვევების მამტკიცებელი საბუთები.

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მის შემდეგ აპირებს სარჩელი შეიტანოს იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, რომელბმაც რეაგირება არ მოახდინეს დაფიქსირებულ დარღვევებზე.

“აუცილებლად უნდა დაისაჯონ და სისიხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს სიყალბე და მათ პასუხი უნდა აგონ ქვეყნის ისეთ კრიზისულ მდგომარეობამდე მიყვანის გამო, რომელიც საქართველომ ბოლო სამი კვირის განმავლობასი გამოიარა”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

უზენაესი სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მსგავსი/Related

Back to top button