ახალი ამბები

ქვეყანაში გარკვეულად რთული ვითარებაა, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული ზომები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

“პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საჭიროა ყველა უწყებამ დაიწყოს თავისი მოვალეობის შესრულება და მუშაობა სრული დატვირთვით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ქვეყანაში რთულ ვითარებაზე საუბრობს ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და აცხადებს, რომ 23 ნოემბრის შემდეგ გარკვეულ პოლიტიკურ ექსცესებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, რევოლუცია უკვე დამთავრდა და შესაძლებელი იქნება სტაბილურობის დამყარება.

მსგავსი/Related

Back to top button