ახალი ამბები

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას და აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება.

“ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავაც რჩება ევროპული სივრცისკენ სწრაფვა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია. საქართველო მის მიერ ნაკისრი ყველა საერთაშორისო ვალდებულების და შეთანხმების ერთგულია. დაინტერესებულია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებით. ის კვლავაც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური რეფორმებით გზით სვლას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ.
 
სამინისტრო იმედოვნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მხარს დაუჭერს საქართველოს და დაეხმარება სწრაფად და ღირსეულად დაძლიოს მის წინაშე მდგარი პრობლემები.

მსგავსი/Related

Back to top button