ახალი ამბები

აბაშიძე თბილისთან კავშირს წყვეტს

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბათუმი წყვეტს კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება გმობს ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობის ცდას და წყვეტს ყოველგვარ კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებაში ძალადობით მოსულ კრიმინალებთან, ქვეყანაში კონსტიტუციური ხელისუფლების სრულ უფლებებში აღდგენამდე”, – ნათქვამია აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

აბაშიძემ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რესპუბლიკაში და თბილისსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა.

ასლან აბაშიძე შევარდნაძის მოკავშირე იყო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს.

მსგავსი/Related

Back to top button