ახალი ამბები

შევარდნაძე: მე ვერ დავუშვებდი სისხლისღვრას

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გერმანიის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა მის მიერ გადადგომამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

“მე მეგონა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარების მოსალოდნელი გამოყენება კრიზისის დასაძლევად, დაშლიდა ხალხს, მეგონა მათ შეეშინდებოდათ; თუმცა ძალიან ბევრნი იყვნენ. შეუძლებელი იყო მათი დაშლა სისხლისღვრის გარეშე”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

“სისხლისღვრა შავი გვერდი იქნებოდა ჩვენს ისტორიაში. ამას ვერ დავუშვებდი, განსაკუთრებით ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის წინ”, – დასძინა მან.

“დემოკრატიას ღვედები აქვს, რომლებიც ძალიან არ უნდა მოუშვა. ბევრი დემოკრატია არ ვარგა. ვფიქრობ ეს ჩემი შეცდომა იყო. ჩვენი ხალხი აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა დემოკრატიის ამხელა დოზისთვის”, – განაცხადა შევარდნაძემ.

შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი ქვეყანაში რჩება და გერმანიაში გამგზავრებას არ აპირებს. 

“მე მიყვარს გერმანია, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მსგავსი/Related

Back to top button